მასში მონაწილეობა მიიღეს და თავი გამოიჩინეს ოზურგეთის სასპორტო სკოლის ძიუდოისტთა ნაკრები გუნდის მოჭიდავეებმა _ 50 კგ წონით კატეგორიაში მეორე ადგილი დაიკავეს თომა ჩხარტიშვილმა და თენგო ბერიძემ. 60 კგ წონით კატეგორიაში კი მესამე ადგილზე გავიდნენ თორნიკე ონიანი და დავით გოგოტიშვილი. სასპორტო სკოლის ძიუდოისტთა გუნდი შეჯიბრისთვის მწვრთნელებმა დიმიტრი ტუღუშმა, დავით ჩიკაშუამ და გოჩა ბურჭულაძემ მოამზადეს.