იაპონიაში, სამართალდამცავებმა კომპანია "მიცუბიში მოტორსის" ოფისი გაჩხრიკეს. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, რეიდი "მიცუბიშის" ირგვლივ განვითარებულმა სკანდალმა გამოიწვია.
როგორც ცნობილია, "მიცუბიშის" მიერ 157 000 საკუთარ, ხოლო " ნისანისთვის" 468 000 წარმოებული მანქანის საწვავის წვის ინდიკატორი არასწორ მონაცემებს უჩვენებდა.
მაუწყებლის ინფორმაციით, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც იაპონური მარკის მანქანის მწარმოებელმა კომპანიამ საწვავის ეკონომიკის ტესტები გააყალბა.
გავრცელებული ცნობით, "მიცუბიში" 2000 წელს მომხდარი სკანდალის შემდეგ მომხმარებლების ნდობის დაბრუნებას ცდილობდა.
როგორც ცნობილია, 2000 წელს კომპანიამ წარმოებული ავტომობილების სამუხრუჭე სისტემის პრობლემები დამალა.