რამდენიმე წუთის წინ, კახი კალაძემ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნასაკირალში 28 მაისს დანიშნული რიგგარეშე არჩევნებზე "ქათული ოცნების" კანდიდატი წარადგინა.
ამ სოფლის ისტორიაში არჩევნებში პირველად ქალი მონაწილეობს.
ნონა ტუნაძე ნასაკირალის საჯარო სკოლის პედაგოგია და როგორც კალაძემ აღნიშნა, ის სოფლისთვის ბევრ რამეს გააკეთებს. ტუნაძის შესახებ გურიის გუბერნატორმა გია სალუქვაძემაც ისაუბრა, რომელსაც ყოფილი დეპუტატიც არ დავიწყებია.
"ამ სოფელს ჰყავდა ძალიან კარგი დეპუტატი და ქალბატონი ნონაც ძალიან კარგი დეპუტატი იქნება", _ აღნიშნა გუბერნატორმა.
მხარის პირველი პირის ამ სიტყვებმა დამსწრე საზოგადოების გაოცება გამოიწვია, რადგან ყოფილი დეპუტატი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს და სასამართლომ ის დამნაშავედ ცნო. სწორედ ამიტომ იმართება ნასაკირალში რიგგარეშე არჩევნები.
ნასაკირალიდან კალაძე ოზურგეთში გაემგზავრა, სადაც ასევე უნდა გაიმართოს რიგგარეშე არჩევნები, რადგან საკრებულოს დეპუტატი ცოტა ხნის წინ გარდაიცვალა. "ქართული ოცნების" კანდიდატი ქალაქო ოზურგეთსი ვასილ ჩიგოგიძეა.