ბათუმში ყველაზე წარმატებული ქართველი მოჭადრაკე ქალის ნონა გაფრინდაშვილის 75 წლის იუბილესთან დაკავშირებით ქალთა მსოფლიო გრან-პრის გათამაშება დაიწყო ჭადრაკში.
ღონსისძიება სასტუმრო "ინტურისტში" საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა გიორგი გიორგაძემ გახსნა.
"გრან პრის" გათამაშებასთან ერთად ტურნირი ასევე ატარებს
"ნონას თასის" ტიტულსაც.
საჭადრაკო თამაშები ხვალიდან დაიწყება და 3 მაისამდე გაგრძელდება.
მსგავსი ფორმატის ტურნირების ჩატარება კიდევ უფრო უწყობს ხელს ბათუმის საჭადრაკო ქალაქად ჩამოყალიბებას.