ვიცე-პრემიერი, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი, „ქართული ოცნება_დემოკრატიული საქართველოს“ გენერალური მდივანი კახი კალაძე NDI-ს და IRI-ს მიერ გამოქვეყნებულ პოლიტიკურ რეიტინგებს არ ენდობა და აღნიშნავს, რომ "NDI და IRI არაფრით არ განსხვავდება ერთმანეთისგან":
_ მე ამ ორგანიზაციებს პატივს ვცემ. ისინი ძალიან დიდ როლს თამაშობენ ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებაში. რაც შეეხება უშუალოდ კვლევას _ კვლევა არის სპეციფიური მიმართულება, ამას სჭირდება პროფესიონალი ადამიანები.
თვითონ ეს ორგანიზაციები არ ახორციელებენ კვლევით სამუშაოებს ველზე, სადაც ხდება ადამიანების გამოკითხვა. ამას ასრულებენ ქართული კომპანიები, რომლებიც არიან „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი კომპანიები, იქ მომუშავე ადამიანები.
რომ არ ვენდო აღნიშნული კვლევის შედეგებს, ამის საფუძვლიან ეჭვს მათ მიერ ჩატარებული ძველი კვლევები მაძლევს. ცდომილებები არის 30-40%. ეს არის კატასტროფა, როდესაც ჩვენ გვეუბნებიან, რომ ჩატარებული კლველების ცდომილება არის 2-3 პროცენტი. შედეგები გვაძლევს ამის თქმის საფუძველს და ბადებს ეჭვებს, _ განაცხადა ოზურგეთში მყოფმა კახი კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.