ქალაქ ოზურგეთში "ქართული ოცნების" კანდიდატის, ვასილ ჩიგოგიძის წარდგენის დროს პარტიის გენერალურ მდივანს კახა კალაძეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა, ნუგზარ გიორგაძემ მიმართა.
"მე თქვენთან მინდოდა შეხვედრა. ვიცი აბსოლუტურად ყველას დოსიე, ვინ იბრძოდა "ქართული ოცნების" დროს, ვინ ებრძოდა სააკაშვილს და დღეს სად არის ის ხალხი. ეს ხალხი აღმოჩნდა იგნორირებული. მე ვედექი "ქართულ ოცნებას" გვერდით, ვუჭერ ბიძინა ივანიშვილს მხარს და იმედია მაქვს, მასთან ძალიან მალე მექნება შეხვედრა. თვითმმართველობის არჩევნების დროს, როდესაც ქალაქ ოზურგეთის მერის არჩევნები იყო, თქვენთან მქონდა საუბარი და გთხოვეთ, რომ აუდიტი გამოგეგზავნათ. თქვენ გამოაგზავნეთ აუდიტი და შემიძლია გადმოგცეთ ის დასკვნა, რომელიც აუდიტმა დადო. 550 000 ათასი ლარი გაფლანგვა ჰქონდა მაშინდელ გამგებელს კოტე შარაშენიძეს და ის ადამიანი დააწინაურეს. მე გული გამისკდება, რომ სააკაშვილი დაბრუნდეს, პირველი ვისაც დაეტაკებიან ეს იქნება ჩემი ოჯახი. ამ არჩევნებში თუ "ქართული ოცნება" არ გაიმარჯვებს, ეს არის დიდი სირცხვილი. ის ხალხი, ვინც თქვენს გვერდით იბრძოდა 2012 წელს, ახლა არცერთი არ არის "ქართულ ოცნებაში." 5 პროცენტი არის დასაქმებული , დანარჩენი სახლში გაყარეს." – თქვა ნუგზარ გიორგაძემ.
კახა კალაძემ ნუგზარ გიორგაძეს ასეთი პასუხის გასცა: "გაძლევთ იმის პირობას, რომ "ქართული ოცნება" პარლამენტში დიდი უმრავლესობით მოვა."
"ბატონო ნუგზარ! ის ინფორმაცია, რომ 5 პროცენტი არის "ქართული ოცნებიდან" დასაქმებული, არ შეესაბამება სინამდვილეს. რაც შეეხება ყოფილ გამგებელს, ის ბიზნესში არის დასაქმებული." – უპასუხა ქალაქ ოზურგეთის მერმა, ბეგლარ სიორიძემ ნუგზარ გიორგაძეს.
გიორგაძის გამოსვლა ამით არ დასრულებულა. ის ჯერ გუბერნატორის მოადგილეს, სოსო ერქომაიშვილს შეეპასუხა და შემდეგ კი "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს.
“