ქალაქ ოზურგეთში მყოფმა "ქართული ოცნების" გენერალურ მდივანს, კახა კალაძეს დახმარებით ოზურგეთელმა ალკანუშ ბარსიკიანმა მიმართა.
"ძალიან ჭირდება ჩემს ოჯახს დახმარება. ჩემს 7 წლის შვილიშვილს სასწრაფოდ ჭირდება ოპერაცია თურქეთში. ქალაქ ოზურგეთის მერი საქმის კურსში არის, მაგრამ მხოლოდ ადგილობრივი ხელისუფლების დახმარება არ კმარა. ვიცი, რომ ბევრს ეხმარებით და ძალიან გთხოვთ, ეს წერილი გულისყურით წაიკითხოთ. ყველაფერი აქ წერია და იმედია ყურადღებას მოვაქცევთ" – უთხრა კახა კალაძეს ალკანუშ ბარსიკიანმა.
ინფორმაციისთვის, 7 წლის ბავშვს ახლახან დაუდგინდა, რომ აქვს გლაუმა, მეორე სტადია.
"უკვე გამოიკვლიეს თურქმა მედიკოსებმა და ახლა არის საჩქარო ოპერაცია ჩასატარებელი ისევ თურქეთში. ოპერაციისთვის 7 000 დოლარია გვესაჭიროება, რის საშუალება ოჯახს არ გვაქვს."- გვითხრა ალკანუშ ბარსიკიანმა.
კახა კალაძე ალკანუშ ბარსიკიანს განუცხადა, რომ აუცილებლად გაეცნობა მის წერილს და შეძლებისდაგვარად დახმარება.