ამ წუთებში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ლაითურში მოსახლეობის ერთი ნაწილი აქციას მართავს. მოსახლეობა დაბა ლაითურში უწყლობას აპროტესტებს.
"გაზაფხული და ზაფხული ჩვენთან არის გაუსაძლისი. რა გახდა ამ პრობლემის მოგვარება, ვერ ვხვდებით. ყველა მთავრობის დროს გვპირდებიან პრობლემის მოგვარებას, მაგრამ დაპირება დაპირებად რჩება." – გვითხრეს აქციის მონაწილეებმა.
აქციის მონაწილეები ასევე გზის სარემონტო სამუშაოების დაწყებას და მიწების დაბრუნებას ითხოვენ.