იტალიელი მომღერალი ეროს რამაზოტი საქართველოს "Check In Georgia" ფარგლებში ეწვია. ის კონცერტს დღეს თბილისის სპორტის სასახლეში გამართავს.
კონცერტის დაწყებამდე მომღერალი მედიის და საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა. რამაზოტის თქმით, ის თბილისში სხვადსხვა ადგილების ნახვას გეგმავს და ასევე მის ჩამოსვლაზე დოკუმენტურ ფილმს გადაიღებენ.
პრესკონფერენციის დასასრულს კი ჟურნალისტებს რუსულად დაემშვიდობა. თარჯიმანის შენიშვნის შემდეგ მან პრესკონფერენციაზე მყოფ პირებს ქართულად გადაუხადა მადლობა მობრძანებისთვის.