ცოტა ხნის წინ ბრიტანულმა ჟურნალმა „გლამურმა” მიმდინარე წლის ყველაზე სექსუალური მამაკაცის რეიტინგი გამოაქვეყნა.
ჩამონათვალში შოუ-ბიზნესის ვარსკვლავებთან ერთად, სპორტსმენებიც მოხვდნენ: ვეტერანი ფეხბურთელი დევიდ ბექჰემი და ჩოგბურთელები: ესპანელი რაფაელ ნადალი და ბრიტანელი ენდი მარეი.
ცნობისთვის რაფაელ ნადალმა რეიტინგში ისეთ ცნობილ სექს-სიმბოლოებს გაუსწრო, როგორებიც არიან: ჰიუ ჯეკმანი, რობერტ დაუნი-უმცროსი და ორლანდო ბლუმი.