საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაცვის ყოფილი წევრის, გიორგი ჟოჟონაშვილის განცხადებით, ვიზიტებზე სააკაშვილის პირად მომსახურებაზე თანხებს პრეზიდენტის დავალებით ხარჯავდა.
სააკაშვილის პირადი დაცვის ყოფილი წევრი სასამართლოში ორი საათის განმავლობაში, სააკაშვილის და თემურ ჯანაშიას ბრალდების საქმეზე იკითხებოდა.
მისი თქმით, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსის, ოთარ ქველიძის მიერ დაევალა საზღვარგარეთ სააკაშვილის ვიზიტების დროს თანხის წაღება, რომელსაც სააკაშვილის მითითებით ხარჯავდა.
მისივე თქმით, როდესაც ქველიძის ადგილი თემურ ჯანაშიას დაიკავა, კვლავ აგრძელებდა თანხების ხარჯავს.
"თანხები გადახდილი მაქვს სააკაშვილის სხვადასხვა მომსახურებაში, სხეულის გაჯანსაღების ცენტრში, დერმატოლოგიურ მომსახურებაში, პლასტიკურ ქირურგიაში, სპა სალონში, ველოსიპედების დაქირავებაში და ა. შ.", _ განაცხადა მოწმემ.