გურჯაანი-თელავი-თბილისის დამაკავშირებელ ავტომაგისტრალზე სოფელ ვეჯინთან 20 ტონიანი საწვავით სავსე ბენზინმზიდი ამოტრიალდა და ამ წუთებში საწვავი მაგისტრალზე იღვრება, რაც აალების საფრთხეს ქმნის.
მაგისტრალი პატრულისა და სამაშველო სამსახურის ბრიგადებს გადაკეტილი აქვთ.
როგორც გურჯაანის სამაშველო სამსახურის უფროსი გიორგი გეთიაშვილი აცხადებს, ბენზინმზიდის ამოტრიალების მიზეზი ჯერ უცნობია.
მისივე ინფორმაციით, მანქანა „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას“ ეკუთვნის.
წყარო: 2030.news