სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, დაკავებულია ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგებელი ირაკლი გეგეშიძე.
უწყების ცნობით, საქმე დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვას ეხება.
როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამართულ ბრიფიგზე აღინიშნა, გეგეშიძე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენების მუხლით არის ბრალდებული, რაც 7-დან 11-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგენილია, რომ სსიპ „ბაღდათის მუნიციპალიტეტმა“ 2015 წელს ბაღდათი-ზეგანი- საკრაულას გზის მშენებლობაზე გამარტივებული წესით ტენდერი გამოაცხადა. თუმცა, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ნაკისრი ვალდებულებები არ შეასრულა. მიუხედავად ამისა, ირაკლი გეგეშიძემ კომპანიას მაინც გადაურიცხა თანხები, რის შედეგადაც, 227 ათას ლარზე მეტი გაფლანგა.
ამავე თემაზე: