იაპონიის ოლიმპიადის ორგანიზატორებმა 2020 წელს ტოკიოში გასამართი ოლიმპიური და პარაოლიმპიური თამაშების ახალი ოფიციალური ლოგო გამოაქვეყნეს. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
როგორც ცნობილია, ახალმა ლოგომ პირველი არჩევანი შეცვალა, რომლის დიზაინერიც გასულ წელს პლაგიატში დაადანაშაულეს.
გავრცელებული ინფორმაციით, დიზაინერმა ქურდობა უარყო.