საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაზე სისხლისსამართლებრივი დევნის სამმართველოს თანამშრომლებმა დიდი ოდენობით ფულადი თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ლატვიის რესპუბლიკის მოქალაქეები – ვლადისლავსბორისოვსი, ევგენისკალნმალისი და საქართველოს მოქალაქე დავითგაგნიძედააკავეს.
უწყების ინფორმაციით, ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები თაღლითურად დაეუფლნენ ამერიკის შეერთებულ შტატებში რეგისტრირებულიერთ-ერთი კომპანიის კუთვნილ ფულად თანხებს. ამ მიზნით მათ შეიმუშავეს და განახორციელეს თაღლითური გეგმა, რომლის თანახმადაც, საქართველოში დაარეგისტრირეს კომპანია სახელწოდებით „ჯორჯიაფრუტი 16“ და საქართველოში მოქმედ რამდენიმე კომერციულ ბანკში გახსნეს საბანკოანგარიშები. რეალურად კი,საწარმოსშექმნადასაბანკოანგარიშებისგახსნაგანხორციელდა ფიქტიურადდამიზნად ისახავდა დიდი ოდენობითსხვისი კუთვნილი ფულადითანხებისთაღლითურადდაუფლებას.
"დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების მიერ აშშ-ში მოქმედი ერთ-ერთი კომპანიის ელექტრონულ ფოსტაზე განხორციელებული ჰაკერული თავდასხმის შედეგად, 2016 წლის 20 აპრილს ფიქტიური კომპანიის – შპს „ჯორჯიაფრუტი 16“-ის საბანკო ანგარიშზე მოტყუებით გადმოირიცხა 449 994 აშშდოლარი.
იმავე დღეს, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა ვლადისლავს ბორისოვსმა, ევგენისკალნმალისმა და დავით გაგნიძემ საქართველოში მოქმედი ერთ-ერთი კომერციული ბანკიდან გამოიტანეს დანაშაულებრივი გზით მოპოვებული 440 000 აშშდოლარი, რა დროსაც განხორციელდა მათი დაკავება. ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, გამოძიების მიერ სრულად იქნა ამოღებული მითითებული თანხა.
ვლადისლავსბორისოვსის, ევგენი სკალნმალისს და დავით გაგნიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ემუხლისმე-2 ნაწილის „ა“ დამე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტებით წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით.
სასამართლოს გადაწყვეტილებით ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდათ პატიმრობა", _ აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.