პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს, რომელზეც საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის პირველი თავმჯდომარის ნოე ჟორდანიას გაზეთში გამოქვეყნებული განცხადებაა ასახული.
"ძალიან საინტერესო ცნობას გადავაწყდით: 1919 წელს, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს ნოე ჟორდანიას 4 შვილიდან ერთ-ერთი, სახელად ანდრეიკა გადრაეცვალა.
1920 წლის 28 იანვრის გაზეთი "ერთობა" აქვეყნებს მის ამ განცხადებას. ის ჯერ კიდევ ქვეყნის მეთაურია."-წერს გიორგი კეკელიძე.
ნოე ჟორდანიას შვილის საფლავი ლანჩხუთში, გამგეობის შენობის მიმდებარედაა შემონახული.