2004 წელს ჯანლუიჯი ბუფონი ციხეში მოხვედრას გადაურჩა: იტალიელმა სამართალდამცველებმა მას იურისტის ყალბი დიპლომი აღმოუჩინეს.
მსგავსი ფაქტი ოთხწლიან სასჯელს ითვალისწინებს, თუმცა, ჯიჯი მხოლოდ ჯარიმის გადახდას გადაურჩა. ცნობისთვის, ბუფონს სულ 10 კლასის განათლება აქვს მიღებული – მას სკოლა ფეხბურთის გამო არ დაუმთავრებია.
"პარმაში" ასპარეზობის დროს ჯიჯი ბუფონი 2000-2001 წლების სეზონში მოედანზე 88-ნომრიანი მაისურით გამოვიდა, რამაც იტალიაში სკანდალი ააგორა – ბუფონს ნაცისტური იდეოლოგიის მხარდაჭერაში დასდეს ბრალი.
საქმე ისაა, რომ ციფრი 8 ლათინურად H-ს ნიშნავს, 88 კი, შესაბამისად HH, რაც Heil Hitler-ს ნიშნავს.
ბუფონი რამდენჯერმე შეეცადა იმის ახსნას, რომ არ გახლდათ ნაცისტური იდეოლოგიის მომხრე, თუმცა, ამაოდ. ამიტომ, მომდევნო მატჩებში მან სანომრე ნიშნად 77 აირჩია.