ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი ირაკლი შიხიაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვს.
როგორც Frontnews-ს ყოფილმა პარლამენტარმა მეგი გოცირიძემ განუცხადა, შიხიაშვილმა თავშესაფრის თხოვნით ამერიკის შეერთებულ შტატებს უკვე მიმართა.
მისივე თქმით, ამერიკის კანონმდებლობით, პირს, რომელიც თავად ახორციელებდა პოლიტიკურ დევნას, თავშესაფრის მოთხოვნის უფლება არ აქვს.
ირაკლი შიხიაშვილი "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლამდე "ნაციონალური მოძრაობის" წევრი იყო. 2012 წელს კი მან პარტია დატოვა, მალევე ის ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელად დაინიშნა. შიხიაშვილმა აღნიშნული თანამდებობა პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრის შემდეგ ერთი თვის წინ დატოვა.
წყარო: Frontnews