დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს ახალი პირველი მოადგილე ჰყავს. აღნიშნულ თანამდებობაზე ნანა ყეინიშვილის კანდიდატურას კომიტეტმა ერთხმად დაუჭირა მხარი.
კომიტეტის თავმჯდომარემ, თეიმურაზ ჭკუასელმა მის ყოფილ მოადგილეს, შალვა კიკნაველიძეს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა, ახლად არჩეულ პირველ მოადგილეს კი წარმატებული და ნაყოფიერი საქმიანობა უსურვა.
შალვა კიკნაველიძემ თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება „ეროვნული ფორუმის“, რომლის წევრსაც იგი წარმოადგენს, კოალიცია „ქართული ოცნებიდან“ გასვლის შემდეგ მიიღო.
სხდომაზე თეიმურაზ ჭკუასელმა კომიტეტის წევრებს მიმდინარე თვის აქტივობების გეგმა გააცნო. მისი ინფორმაციით, 27 მაისს დიასპორის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, კომიტეტი საზეიმო ღონისძიებებს და შეხვედრებს გამართავს.