საყოველთაო აღწერის შედეგების მიხედვით საქართველოს მოსახლეობის 47,7 პროცენტს მამაკაცები შეადგენენ, ხოლო 52,3 პროცენტს – ქალები. საქალაქო დასახლებებში მცხოვრები მოსახლეობის 46,2 პროცენტს მამაკაცები, ხოლო 53,8 პროცენტს ქალები შეადგენენ.
რაც შეეხება სასოფლო დასახლებებს, აქ მამაკაცთა წილმა მთლიან მოსახლეობაში შეადგინა 49,8, ხოლო ქალების წილმა – 50,2 პროცენტი. 2002 წლის აღწერასთან შედარებით 0-14 წლის ასაკობრივი ჯგუფის მოსახლეობის წილი მთლიან მოსახლეობაში 2,4 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 18,6 პროცენტი შეადგინა.
0,8 პროცენტული პუნქტით გაიზარდა 15-64 წლის მოსახლეობის წილი. 2002 წლის აღწერის მონაცემებთან შედარებით65 წლისა და უფროსი ასაკის მოსახლეობის წილი მთლიან მოსახლეობაში 1,6 პროცენტული პუნქტით არის გაზრდილი.
2002 წლის აღწერის მონაცემებთან შედარებით მოსახლეობის საშუალო ასაკი 2 წლით გაიზარდა და 38,1 წელი შეადგინა. შესაბამისად, გაიზარდა მამაკაცთა საშუალო ასაკი 34,3 წლიდან 35,9 წლამდე, ხოლო ქალების – 37,8 წლიდან 40,1 წლამდე. რეგიონულ ჭრილში ყველაზე დაბალი საშუალო ასაკი დაფიქსირდა ქვემო ქართლის (35,6 წელი), ხოლო ყველაზე მაღალი – რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში (48,2 წელი).