სულ პირველ მაკრატელს აბსოლუტურად სხვანაირი ფორმა ჰქონდა. ისინი სამი ათასზე მეტი წლის წინ გამოიგონეს, საგანგებოდ ცხვრების გასაკრეჭად.
მეცნიერები ჯერაც ვერ შეთანხმდნენ იმაზე, სად გამოიგონეს პირველი მაკრატელი. ერთნი ამტკიცებენ, რომ ეს იყო ჩინეთი, მეორენი ედავებიან – არა, ეს ხმელთაშუა ზღვის აუზის რომელიღაც ქვეყანა იყოო.
საქმე ისაა, რომ დაახლოებით, მეოთხე საუკუნეში ჩვენს წელთაღრიცხვამდე, მაკრატელი ნაცნობი იყო ინგლისშიც და ეგვიპტეშიც. ბუნებრივია, სახელწოდებაც მრავალგვარი ჰქონდა.
მაკრატელი ჰქონდათ ძველ რომაელებს. ძველმა გერმანელებმა თითქმის იმავდროულად გაიცნეს, როცა რომაელებმა. სხვათა შორის, გუშინდელი მაკრატლები არაფრით განსხვავდებოდა თანამედროვე მაკრატლებისგან. უბრალოდ, გაცილებით ძვირფასი ლითონებისგან მზადდებოდა და დიდი ოსტატობითაც.
გამოყენებული იყო ვერცხლი, ბრინჯაო, რკინა, სპილენძი. სახელურებს რთავდნენ ორნამენტებით და ზოგჯერ ძვირფასი ქვებითაც. მაკრატელს ძალიან ფართო დანიშნულება აქვს. მას უამრავი, ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული პროფესიის ადამიანი იყენებს.
105 წელს, როცა ჩინეთში ცაი ლუნმა ქაღალდი გამოიგონა, მის გასაჭრელად სპეციალური მაკრატლებიც კი მოიგონეს.