ცოტა ხნის წინ მადრიდის „რეალისა” და ესპანეთის ეროვნული გუნდის 30 წლის მცველმა, სერხიო რამოსმა, ახალი ტატუ გაიკეთა.
ფეხბურთელმა მარცხენა ფეხზე ჩემპიონთა ლიგის თასი დაიხატა.
ამ ნაბიჯით რამოსმა ყველა დაარწმუნა, რომ ევროპის ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში საბოლოო წარმატების იმედი აქვს.
საინტერესოა რომ ფეხბურთელს მეორე ფეხზე 2010 წელს მოგებული მსოფლიო ჩემპიონატის თასი აქვს გამოსახული.
ამდენად, ფეხბურთის მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ტატუირებული ვარსკვლავი ახალი ტატუთი იწონებს თავს.