ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის მეგა-შოუ, X Factor-ი ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე ავრცელებს ინფორმაციას და ვიდეოს იმის შესახებ, თუ როგორ ტოვებს ნიკა გვარამია პროექტს.
ვინც აღნიშნულ შოუს თვალს ადევნებს, იცის, რომ მომავალი კვირიდან ე.წ. "ოთხი სკამის" ეტაპი იწყება, რაც იმას ნიშნავს, რომ ოთხივე კატეგორიის საუკეთესო ათეულები სკამის (ანუ პროექტში ადგილის) შესანარჩუნებლად იბრძოლებენ.
ვიდეოზე ჩანს, რომ "ოთხი სკამის" ჩაწერისას ტელეკომპანიის გენერალურ დირექტორს და X Factor-ის მენტორს, ნიკა გვარამიას შეკამათება მოუვიდა მეორე მენტორთან – ჟურნალისტ გიორგი გაბუნიასთან, რის შედეგადაც დატოვა პროექტი.
კამათის მიზეზი კი გაბუნიას კატეგორიის ერთ-ერთი მონაწილე, მალუბუ ტუღუში იყო. მიუხედავად იმისა, რომ გვარამია მისი პროექტში დარჩენის წინააღმდეგი იყო, მისმა მენტორმა – გიორგი გაბუნიამ მალიბუ მომდევნო ტურში გადაიყვანა. ამ გადაწყვეტილების მიმართ პროტესტის ნიშნად ნიკამ პროექტი დატოვა.