თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და კულტურის სამსახურის მთავარმა სპეციალისტმა, ნინო ქაცარავამ, პროტესტის ნიშნად თანამდებობა დატოვა.
ამის შესახებ განცხადება მან მერიის წინ რამდენიმე წუთის წინ გააკეთა. მიზეზად კი ის დაასახელა, რომ თბილისის მერია მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის სურვილებს ასრულებს და ამიტომ აღნიშნულ უწყებაში მუშაობის სურვილი აღარ აქვს.
"ერთი წლის წინ სამსახურში აღმადგინეს, მანამდე ვიყავი უკანონოდ გათავისუფლებული, შემდეგ მოვიპოვე გამარჯვება სასამართლოს ძალით, მაგრამ დღეს, როცა ამ მოვლენებს ვუყურებ, თუ როგორ გაიყიდა ბოტანიკური ბაღი.
ეს ნიშნავს, რომ თბოლისის მერია ფიქრობს მხოლოდ იმაზე, რომ როგორმე ბიძინა ივანიშვილს აუსრულოს სურვილები.
მისი საზრუნავი არ არის ხალხი, თბილისი და სოციალურად დაუცველები, ამიტომ მე დღეს ვტოვებ თბილისის მერიას," – განაცხადა ქაცარავამ.
წყარო: რუსთავი 2