ოპოზიცია ხელისუფლებას მიმართავს დროულად მიიღოს გადაწყვეტილება საარჩევნოს კამპანიის საკითხზე და უმოკლეს პერიოდში გამოაცხადოს თარიღი.
მათი შეფასებით, მნიშვნელოვანია, რომ არ შეფერხდნენ პოლიტიკური პარტიები და ზუსტად იცოდნენ როდის დაიწყონ კამპანია.
რაც შეეხება უმრავლესობას, ისინი პრემიერის მოსაზრებას იზიარებენ და მიაჩნიათ, რომ 8 ივლისი ყველაზე ოპტიმალური დროა, რადგან სამი თვე სრულებით საკმარისია.
„პრეზიდენტი ცოტა ნაკლებად თუ იჯიუტებს, კარგი იქნება, იქიდან გამომდინარე, რომ ეს უფრო არა საქმის ინტერესებიდან გამომდინარე ხდება, ასეთი შთაბეჭდილება რჩება, არამედ უნდა აჩვენოს, რომ პრემიერმინისტრზე უფრო მაგარია. ასეთი კინკლაობა საქმეს არ წაადგება,“ _ განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან კი ამ ეტაპზე დამატებითი განმარტებები არ კეთდება.
როგორც ცნობილია, გიორგი მარგველაშვილმა საარჩევნო კამპანიის დაწყების თარიღად 8 მაისი დაასახელა. საპარლამენტო არჩევნების თარიღად კი 8 ოქტომბერია გამოცხადებული.
წყარო: რუსთავი 2