ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ეთერში, გადაცემა "არჩევანში" კონკრეტული მონაცემები წარმოადგინა, რომლებიც ქვეყანაში ეკონომიკურ წინსვლას გამოხატავს. მისივე თქმით, მოქალაქეებისთვის გაცილებით მეტის გაკეთება სურს და მისი პირადი სურვილია, რომ ქვეყანაში უმუშევრობის მაჩვენებელი 2%-იანი იყოს.
"როგორ არაფერი არ ხდება? ვერ ხედავთ თქვენ იმიტომ რომ თქვენ გაქვთ პოლიტიკური დღის წესრიგი. თქვენ ხართ მხარე. 4 წლის წინ ამას აკეთებდით, როცა 300 ათასი ადამიანი უმუშევარი იყო? მაშინაც შეგეძლოთ თქვენ, ასე გაგეკეთებინათ, თუმცა, თქვენ გაქვთ პოლიტიკური დღის წესრიგი და ამას აკეთებთ დღეს," _ განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
მისივე თქმით ის ეკონომიკის მინისტრია და შესაბამისად, ციფრებით საუბრობს.
"მე არ ვაფრიალებ ფურცლებს, უბრალოდ გაწვდით ინფორმაციას, მოგიწოდებთ კორექტულობისკენ" _ მიმართა ქუმსიშვილმა გიორგი გაბუნიას და აკაკი გოგიჩაიშვილს.