კანადური "მონრეალის" კოტდივუარელი ვარსკვლავი, 38 წლის დიდიე დროგბა, ახლო მომავალში სამშობლოში ხუთ მაღალი დონის საავადმყოფოს ააშენებს.
ფეხბურთელს საკუთარი საქველმოქმედო ფონდი აქვს და საავადმყოფოების აგება აფრიკული ქვეყნის ხუთ ყველაზე დიდ ქალაქში იგეგმება: აბიჯანში, იამუსუკროში, სან-პედროში, მანესა და კორხოგოში.
დროგბა ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ქველმოქმედია კოტდივუარში და ის რამდენიმე სფეროს ეხმარება განვითარებაში.
გარდა ამისა დროგბას ალმასების მოპოვების ბიზნესში აქვს აქტივები და ამ სამთო-მომპოვებელი საწარმოების განვითარებაზეც არის ორიენტირებული.