ცოტა ხნის წინ, ერთ-ერთ ინტერვიუში ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა პრეზიდენტმა, ჯორჯ ბუშმა, ძველი წყენა გაუხსენა გერმანიის ექსკანცლერს და ინტერვიუს გარკვეული ნაწილი მის კრიტიკას დაუთმო.
კერძოდ, ამერიკის ექსპრეზიდენტმა გაიხსენა ის შეხვედრა, როდესაც გერმანიის მაშინდელმა კანცლერმა შროდერმა ერაყში მოკავშირე ჯარების შესვლას დაუჭირა მხარი და სამხედრო მხარდაჭერის სურვილი გამოთქვა.
თუმცა, სამშობლოში დაბრუნებულმა შროდერმა საპირისპირო სვლა გააკეთა და ჟაკ შირაკთან და ვლადიმირ პუტინთან ერთად, მოკავშირე ძალების საწინააღმდეგო პოლიტიკა ააგორა.
საინტერესოა, რომ გერჰარდ შროდერის 2007 წელს გამოცემულ მემუარებში საერთოდ არაფერია ნათქვამი ჯორჯ ბუშისთვის მიცემულ პირობაზე.