სირიაში სამოქალაქო ომის დასრულებას ასადის სტრატეგია ხელს ვერ შეუწყობს. აღნიშნული განცხადება BBC-ის ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატების გენერალურმა მდივანმა, ჯონ კერიმ გააკეთა.
"თუ ასადი არ შეასრულებს ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებას და ომის შეწყვეტის ნიშნები არ იქნება, ეს სირიის განადგურებას გამოიწვევს, რაც მეეჭვება რუსეთს სურდეს,"_ განაცხადა კერიმ.
მან ასევე აღნიშნა, რომ ბაშარ ალ-ასადის ქმედებები მიანიშნებს, რომ მას ალეპოში საზღვრის გავლება სურს, რაც კიდევ ერთი ნიშანია იმისა, რომ სირიაში ომი არ დამთავრდება.
"როგორც ჩანს, ასადი ფიქრობს, რომ ალეპოში საზღვრის გავლებით პრობლემა მოგვარდება, მაგრამ ოპოზიცია მას ქვეყნის გაყოფის საშუალებას არ მისცემს,"_აღნიშნა კერიმ.
მაუწყებლის ინფორმაციით, ალეპოში ბოლო 10 დღის განმავლობაში 250-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.