ვეტერანთა დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი, ირაკლი შიხიაშვილი საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს. როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე შიხიაშვილმა აღნიშნა, არჩევნებში ბედს დამოუკიდებლად სინჯავს:
"მე მაქვს პოლიტიკური გეგმები, არ გამოვრიცხავ არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებელ მაჟორიტარად. როდესაც საარჩევნო პერიოდი დაიწყებს ათვლას ,უფრო მეტ დეტალზე მაშინ ვისაუბრებ.
საერთოდ, თუ ხელუსფლებასთან არ ხარ აუცილებრად მათი ოპონენტი ხარ? ხელისუფლების კრიტიკა ჩემი თვითმიზანი არასდროს არ იქნება. ჩემი მიზანი იქნება ვაკეთო საქმე".
მყავს გუნდი,რომელიც არჩევნებზე იქნება ჩემს გვერდით. საუბარი მექნება ყველასთან. ვისაუბრებ ყველასთან იმაზე, რომ სამართლიანად ჩატარდეს არჩევნები, ყველას ქონდეს თანაბარი პირობები”, _ განაცხადა შიხიაშილმა.
შიხიაშვილმა ამერიკაში ვიზიტზეც ისუბრა და აღნიშნა, რომ პოლიტიკური თავშესაფარი არ მოუთხოვია:
"ამერიკაში მე ვიყავი მეგობრებთან, ეს ურთიერობები რამდენიმე წელია არსებობს. მინდოდა რომ მეტი სწორი პოზიტიური ინფორმაცია გასულიყო საქართველოდან, რადგან სამწუხაროდ ბევრი ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენელი დარბის სააზღვარგარეთ და ქვეყნის სახელის ლაფში ამოსვლით ცდილობს მიიღოს”, _ თქვა შიხიაშვილმა.