ევროკავშირი თამბაქოს შეფუთვის გამკაცრებას მხარს უჭერს. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
როგორც ცნობილია, ევროპის უმაღლესმა სასამართლომ დაამტკიცა კანონი, რომლის მიხედვითაც, სიგარეტის შეფუთვა სტანდარტებს დაექვემდებარება, ხოლო ელექტრონული სიგარეტის რეკლამა აიკრძალება.
გავრცელებული ინფორმაციით, ახალი კანონის მიხედვით, სიგარეტის შეფუთვაზე ჯანმრთელობის გაფრთხილებისკენ მომწოდებელ წარწერას კოლოფის წინა და უკანა მხარეს 65% უნდა დაეთმოს.
მაუწყებლის ინფორმაციით, ახალი კანონი ძალაში 20 მაისიდან შევა, მაგრამ ახალი შეფუთვის სიგარეტები გაყიდვაში ძველი მარაგების გაქრობამდე არ გამოჩნდება.
როგორც ცნობილია, მიღებულ ცვლილებას Philip Morris International და British American Tobacco დაუპირისპრდა.
მაუწყებლის ინფორმაციით, აღნიშნული კომპანიები მიიჩნევენ, რომ ევროკავშირი თავის ძალაუფლებას ამეტებს.