დაახლოებით ათი წლის წინათ, არგენტინელი ხავიერ სავიოლა მსოფლიო ფეხბურთში ყველაზე იმედისმომცემ მოთამაშედ ითვლებოდა და ხშირად მას დიეგო მარადონასაც კი ადარებდნენ.
თუმცა, თავის დროზე "ბარსელონაში" უხეირო თამაშისა და არგენტინის ნაკრებში არცთუ წარმატებული გამოსვლების შემდეგ, სავიოლას სახელი თითქოს დავიწყებას მიეცა.
სავიოლამ საფეხბურთო კარიერა გასულ წელს დაასრულა. მისი უკანასკნელი გუნდი „რივერ პლეიტი“ გახლდათ.
რამდენიმე დღის წინ 34 წლის ექს-მობურთალი ბუენოს-აირესში სკანდალურ ისტორიაში გაეხვია.
ხავიერმა თავის მეგობარ გოგონასთან ერთად რესტორანში ისადილა და კარგადაც დალია. შემდეგ საჭეს მიუჯდა და სწორედ ალკოჰოლური ზემოქმედების დროს ავტომობილის მართვის ფაქტზე დააკავა იგი პოლიციამ. მართვის მოწმობის ჩამორთმევის გარდა, სავიოლას შესაძლოა დიდი ფულადი ჯარიმის გადახდაც მოუწიოს.