ინდოეთში ავტობუსი გზიდან გადავრადა. აღნიშნულ ინფორმაციას THE WASHINGTONPOST ავრცელებს.
პოლიციის თქმით, ავტობუსის მძღოლი ცდილობდა მოტოციკლთან შეჯახება თავიდან აერიდებინა, რა დროსაც მოაჯირს დაეჯახა და დამშრალი მდინარის კალაპოტში გადავარდა.
როგორც ცნობილია, შემთხვევა ოთხშაბათს ღამე მოხდა.
მაუწყებლის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად 16 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 50-ზე მეტი დაშავდა.
სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად ქვეყანაში ყოველ წელს 240 000-მდე ადამიანი იღუპება.