ევროპის ცენტრალურმა ბანკმა 500-ევროიანების ბეჭდვა შეწყვიტა. აღნიშნულ ინფორმაციას THE WASHINGTONPOST ავრცელებს.
როგორც ცნობილია, 500-ევროიანი კუპიურა ძალიან პოპულარულია ფულის გამთეთრებლებსა და თაღლითებს შორის, რის გამოც ბანკმა აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღო.
ევროკავშირის სამართალდამცავ სააგენტოს, ევროპოლის ცნობით, მილიონი ევრო 500 ევროიანი კუპიურებით 2.2 კილოგრამს იწონის და მისი გადატანა ლეპტოპის ჩანთით ადვილია, ხოლო 50 ევროიანი კუპიურებისგან შემდგარი მილიონი ევროს წონა 22 კილოგრამია და გადასატანად ჩემოდანი სჭირდება.
გავრცელებული ინფორმაციით, 500 ევრო ყველაზე მაღალი კუპიურაა და ყოველდღიურ მიმოქცევაში არ არის, რის გამოც ზოგიერთ სავაჭრო ობიექტი არც კი იღებს.
ევროპის ცენტრალური ბანკის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, 56%-ს 500-ევროიანი არც უნახავს.
მაუწყებლის ინფორმაციით, 500-ევროიანი კუპიურის გამოშვების შეწყვეტა გერმანელმა ეკონომისტებმა გააკრიტიკეს.
მათი თქმით, მსხვილი კუპიურის მიმოქცევიდან ამოღება ცენტრალური ბანკის უარყოფითი ინტერესების გაღრმავებას ხელს შეუწყობს.
როგორც ცნობილია, 500-ევროიანი კუპიურები მიმოქცევაში 2018 წლამდე იქნება.
მაუწყებლის ინფორმაციით, მსგავსი გადაწყვეტილება მეორე მსოფლიო ომის დროს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მიიღო და მიმოქცევიდან 500-დოლარიანი და 1 000-დოლარიანი კუპიურები ამოიღო.