"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ვაშაძის პარტიის დატოვებას პარლამენტარი და პარტიის წევრი, ირმა ნადირაშვილი "ფეისბუქზე" ეხმაურება.
"არანაირი გარანტირებული ადგილი გიორგი ვაშაძეს სიაში, პირველ ათეულში არ ჰქონდა. (რაზეც ვითომ უარი თქვა) ადგილისთვის იბრძოდა და ამიტომაც წავიდა", _ წერს ნადირაშვილი.
ინფორმაციისთვის, გიორგი ვაშაძემ "ნაციონალური მოძრაობა" დღეს დატოვა. მან განცხადება საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა. მისივე თქმით, ის ემიჯნება "შევარდნაძის თაობის პოლიტიკოსებს", რომლებმაც, ვაშაძის აზრით პოლიტიკა უნდა დატოვონ.
გიორგი ვაშაძის განცხადებით ის ახალ მოძრაობას ქმნის, რომელსაც "წარმატებული საქართველოსთვის" ერქმევა.