მაკა ასათიანმა ტელეკომპანია "მაესტროში" თავისი წილი ნიდერლანდებში დარეგისტრირებულ კომპანიაზე გადააფორმა.
როგორც ასათიანის ადვოკატი, გიორგი გვენეტაძე განმარტავს, წილი კომპანია "მედია ფინანს გრუპზე" გადაფორმდა, რომლის 100%-ის მფლობელი თავად მაკა ასათიანია.
ამასთან, ადვოკატი აცხადებს, რომ წილის გადაფორმება არ უკავშირდება "მაესტროს" გარშემო ბოლო დროს მიმდინარე პროცესებს.
მისივე თქმით, წილის გაყიდვასთან დაკავშირებით არანაირი მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს.