ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრთან არსებულმა სახალხო თეატრმა "დარისპანის გასაჭირი" დადგა.
სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორი და მხატვარი გიორგი ცინცაძე გახლავთ. სამხატვრო ხელმძღვანელი კოტე სიხარულიძე, რეჟისორის თანაშემწე შალვა შარაშიძე, მუსიკალური გაფორმება კი ნინო სიხარულიძეს ეკუთვნის.
სპექტაკლში დარისპანის როლი ვასილ ბუბუტეიშვილმა შეასრულა, მართა _ მარგარიტა ავაქიანი გახლდათ, პელაგია _ ქეთევან კუკულავა, ონისიმე_ გიორგი ცინცაძე, ოსიკო _ გიორგი სიხარულიძე, კაროჟნა _ თამარ ხვინჩიავილი, ნატალია _ ლონდა ჭკუასელი.
მაყურებლით სავსე დარბაზში გამართულმა სპექტაკლის პრემიერამ წარმატებით ჩაიარა და სახალხო თეატრმა დამსახურებული აპლოდისმენტებიც ბევრი მიიღო.