თბილისის საკრებულოს წევრი ალეკო ელისაშვილი, პარტიზანი მებაღეების ხელმძღვანელი ნატა ფერაძე და აქციის კიდევ ორი მონაწილე, რამდენიმე წუთის წინ, საპატრულო პოლიციამ წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავა.
ინციდენტი, სოლოლაკში _ პანორამა თბილისის მშენებლობასთან მოხდა, სადაც არასამთავრობო ორგანიზაციები მშენებლობის და ბოტანიკური ბაღის საპარტნიორო ფონდისთვის გადაცემის წინააღმდეგ საპროტესტო აქციას მართავდნენ.