დღეს თბილისის საკრებულოს წევრი ალეკო ელისაშვილი სამართალდამცავებმა პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის მოტივით დააკავეს. ელისაშვილი "პარტიზან მებაღეებთან" ერთად საპროტესტო აქციაში მონაწილეობდა, რომელიც "პანორამა თბილისის" პრიექტის განხორციელების წინააღმდეგ იყო მიმართული. ჟურნალისტი ირაკლი კორძაია აცხადებს, რომ ელისაშვილის დაპატიმრებაში იგივე პოლიციელები მონაწილეობდნენ, რომლებიც სააკაშვილის მმართველობის დროს პოლიტიკურ დაკვეთებს ასრულებდნენ.
"ვთვლი, რომ ელისაშვილის და აქციის სხვა მონაწილეების დაკავება არ არის გონივრული.
P.S. კადრებში შევამჩნიე სამი პოლიციელი, მიშას დროს ჩვენ რომ გვიჭერდნენ გულმოდგინედ."- წერს კორძაია.