ყოფილ ტელეწამყვანს ლევან როსტოშვილსა და მსახიობ ლაშა კურტანიძეს, რომლებიც გუშინწინ, 5 მაისს ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს, აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ. განაჩენი თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.
გამოძიების ინფორმაციით, როსტოშვილსა და კურტანიძეს 42.9524 გრამი ნარკოტიკული საშუალება "ემდემა" აღმოაჩნდათ.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალების ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადებას, წარმოებას, შეძენას, შენახვას, გადაზიდვას, გადაგზავნას ან გასაღებას გულისხმობს.