https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

    “არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

    “მამა დოროთე ზეგ, ორ საათზე, საპატრიარქოში კომისიაზე დაიბარეს”- არქიმანდიტრი ილია

    “ხვალ კადიროვმა რომ მიიწვიოს კობახიძე, მგლის ლეკვით ხელში ჩავა?” – ლევან ლორთქიფანიძე

    SOS! თითქმის ერთი წელია შველას ვითხოვთ! _ ლალი მოროშკინა

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    რომის პაპი რუსეთს მოუწოდებს, საშობაო ზავს დათანხმდეს

    ავიაკატასტროფა თურქეთში _ დაღუპულია 8 ადამიანი

    ომიდან დაბრუნებულმა რუსმა ორი ადამიანი ცოცხლად დაწვა და ისევ ომში გაშვება ითხოვა

    რუსეთში WhatsApp-ს სიჩქარე ხუთჯერ დაეცა

    მოსკოვში ავტომობილში დამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად გენერალი დაიღუპა

    უცნაური ნათება კოსმოსში – რა აღმოაჩინეს მეცნიერებმა ვარსკვლავთშორის კომეტაზე, რომელმაც დედამიწას ჩაუარა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

    “არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

    “მამა დოროთე ზეგ, ორ საათზე, საპატრიარქოში კომისიაზე დაიბარეს”- არქიმანდიტრი ილია

    “ხვალ კადიროვმა რომ მიიწვიოს კობახიძე, მგლის ლეკვით ხელში ჩავა?” – ლევან ლორთქიფანიძე

    SOS! თითქმის ერთი წელია შველას ვითხოვთ! _ ლალი მოროშკინა

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    რომის პაპი რუსეთს მოუწოდებს, საშობაო ზავს დათანხმდეს

    ავიაკატასტროფა თურქეთში _ დაღუპულია 8 ადამიანი

    ომიდან დაბრუნებულმა რუსმა ორი ადამიანი ცოცხლად დაწვა და ისევ ომში გაშვება ითხოვა

    რუსეთში WhatsApp-ს სიჩქარე ხუთჯერ დაეცა

    მოსკოვში ავტომობილში დამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად გენერალი დაიღუპა

    უცნაური ნათება კოსმოსში – რა აღმოაჩინეს მეცნიერებმა ვარსკვლავთშორის კომეტაზე, რომელმაც დედამიწას ჩაუარა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

პროპაგანდასთან ბრძოლა, ანუ ამბავი იმისა თუ როგორ დავრწმუნდეთ იმაში, რომ დედამიწა მრგვალია და თანაც ბრუნავს

10:05; 9.05.2016
პოლიტიკა
Share on FacebookShare on TwitterEmail

დღეს არავინ დავობს, რომ დედამიწა მრგვალია და თანაც მზის გარშემო ბრუნავს. თუმცა, კაცობრიობის ისტორიაში არცთუ ისე დიდი ხნის წინ ისეთი შემთხვევაც გვქონდა, როცა ამის საჯაროდ მთქმელისთვის არც შეშას დაინანებდნენ და მის საჯარო დასჯასაც არ ეყოლებოდა მცირე მაყურებელი. სამწუხაროდ, ისტორიაში ხშირია შემთხვევა, როცა ესა თუ ის სისტემა ან უბრალოდ გავლენიანი ადამიანების ჯგუფი ცდილობს მცდარი შეხედულებების დამკვიდრებას და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. რა თქმა უნდა, ამის მიღწევის სხვადასხვა გზა არსებობს, მათ შორის ყველაზე ხშირად კი დაშინებას, მოსყიდვას, მონაცემების გაყალბებას ან უბრალოდ მართალი ინფორმაციის დამალვას და მისი ცრუ ფაქტებით ჩანაცვლებას ვხვდებით. საბოლოო ჯამში ვითარდება პროცესი, რომლის დროსაც რთულია მიხვდე, სად მთავრდება სიყალბე და იწყება რეალური, მართალი ინფორმაცია. სწორედ ეს ფენომენი გამოიყენა XX საუკუნის დასაწყისში როგორც ნაცისტურმა გერმანიამ, ისევ საბჭოთა კავშირმა და შეეცადნენ, დაერწმუნებინათ ადამიანები უტოპიური და ძალადობასა და ბოროტებაზე დაშენებული იდეოლოგიების სისწორეში.

პროპაგანდა ლათინური სიტყვაა და ფაქტების, არგუმენტებისა და ცნობების სისტემურ გავრცელებას აღნიშნავს, თუმცა მეორე მსოფლიო ომის დროს, როგორც ნაცისტური გერმანიის ასევე საბჭოთა კავშირის მიერ ამ ტერმინის საფარქვეშ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებების გამო, 21-ე საუკუნეში ამ სიტყვამ ნეგატიური დატვირთვა შეიძინა და როცა ჩვენს ყურს პროპაგანდა ესმის, ჩვენ მას თითქმის ყოველთვის უარყოფითი კუთხით აღვიქვამთ.

ტექნოლოგიურმა განვითარებამ კიდევ უფრო გაზარდა ადამიანის ინფორმაციაზე დამოკიდებულების ხარისხი. დღეს უკვე არავის უჩნდება შეკითხვა, რაში სჭირდება სწორი და გადამოწმებული ინფორმაცია, რადგან ყველამ ვიცით, რომ ინფორმაციის სიზუსტე მნიშვნელოვანია, როგორც გლობალური გადაწყვეტილებების მიღებისას, ასევე საყოფაცხოვრებო და სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის წარმართვის პროცესში. მაგალითისათვის, თუ ჩვენ გვეცოდინება ზუსტი ამინდის პროგნოზი, მაშინ იოლად მივიღებთ გადაწყვეტილებას, თუ როგორ დავიცვათ მოსავალი მოსალოდნელი სეტყვისაგან ან როდის ჩავიცვათ საწვიმარი ლაბადა. ხოლო თუ თქვენი კონკურენტი თქვენზე ადრე დაეუფლება აღნიშნულ ინფორმაციას და თქვენთვის ინფორმაციის მოწოდების ერთადერთ წყაროდ იქცევა, მაშინ იგი შეეცდება, არ გაგაგებინოთ სწორი ინფორმაცია და ამით მაქსიმალურად დიდი ზიანი მოგაყენოთ.

სწორედ მაქსიმალური ზიანის მიყენებას ისახავს მიზნად საქართველოში, უცხო ქვეყნის შესაბამისი სტრუქტურების მიერ წარმოებული პროპაგანდისტული საქმიანობა, რომლის წინააღმდეგ ბრძოლაც თითოეული ჩვენგანისთვის დადებითი შედეგების მომტანია. პროპაგანდასთან დაპირისპირების ყველაზე საუკეთესო მეთოდს კი მოსახლეობის ინფორმირება წარმოადგენს. იბადება კითხვა, როგორ გავარჩიოთ, როდის გვაქვს საქმე პროპაგანდასთან და როდის ხდება ჩვენი ინფორმირება პროპაგანდისგან დასაცავად?

ამის რამდენიმე მარტივი ხერხი არსებობს:

გადაამოწმე სანდო წყაროსთან _ აღნიშნული ხერხი გულისხმობს მოსმენილი ან წაკითხული ინფორმაციის დაზუსტებას  სანდო, შესაბამისი ცოდნისა და განათლების მქონე ადამიანებთან. რაც მეტ წყაროსთან გადაამოწმებთ ინფორმაციას, მით მეტად იქნებით დაცული. თუ თქვენ წაიკითხავთ, რომ პენსია ან ხელფასი იზრდება, ამის საუკეთესო გადამოწმების გზა სოციალური დახმარების ან ხელფასის გამცემი ორგანოს თანამშრომელია, რომელიც არ მოგცემთ ცრუ დაპირებას და შეეცდება, არ შეგიყვანოთ შეცდომაში.

არ ენდოთ ანონიმურ წყაროებს _ პროპაგანდისტთა ერთ-ერთ საყვარელ მეთოდს წარმოადგენს ინფორმაციის იმგვარი გავრცელება, როცა მოცემული ფაქტების და ცნობების დასადასტურებლად იყენებენ ეგრეთწოდებულ ავტორიტეტულ წყაროებს, მაგალითად: `მეცნიერებმა კვლევების საფუძველზე დაადგინეს, რომ…~, `ავტორიტეტულმა ექსპერტებმა განაცხადეს~… `მთავრობასთან დაახლოებულმა წყარომ გვაცნობა~…“ და ა.შ.  თუმცა შემდეგ სტატიის კითხვისას აღმოვაჩენთ, რომ არსად არის მითითებული თუ ვინ არიან ეს „მეცნიერები“ ან როდის და რომელი ორგანიზაციის დაკვეთით ჩაატარეს „კვლევა, არ ჩანს თუ ვინ არის ავტორიტეტული „ექსპერტი“ და აქვს თუ არა მას ის კვალიფიკაცია და ცოდნა, რაც კონკრეტულ სფეროში მიმდინარე პროცესების შეფასებას ესაჭიროება. მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით გავრცელებული ინფორმაციის 98% სწორედ პროპაგანდის ნიმუშია და ასეთი ინფორმაციის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება კარგს არაფერს მოგვიტანს.

არ ენდოთ ზოგად ფრაზებს _პროპაგანდისტები ხშირად იყენებენ ისეთ ფრაზებს, როგორიცაა, საყოველთაოდ ცნობილია, რომ, საზოგადოებაში ეჭვს არ იწვევს ის ფაქტი, რომ, „დღეს უკვე ყველა თანხმდება….“ და ა.შ. გაითვალისწინეთ, ასეთი ფრაზები სწორედ იმისთვის გამოიყენება, რომ თქვენ შეგიყვანოთ შეცდომაში და საყოველთაოდ ცნობილია, რომ“ხშირად ეს ფრაზა სწორედ იმიტომ გამოიყენება, რომ რაიმე ინფორმაციას დამაჯერებლობა შესძინოს და დაგარწმუნოთ, რომ ეს უკვე ყველამ იცის და მხოლოდ თქვენ ხართ ის გამონაკლისი, ვინც განსხვავებულად ფიქრობს. ამიტომ, ნუ აყვებით  ასეთ ხრიკებს და გამოიყენეთ პირველი ხერხი, რომელიც გეუბნებათ, რომ გადამოწმება პროპაგანდასთან ბრძოლის საუკეთესო საშუალებაა.

არ ენდოთ პირველივე წყაროს _ ხშირად პროპაგანდის საუკეთესო იარაღს წარმოადგენს პირველობის ეფექტის გამოყენება, რაც გულისხმობს იმას, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი აღარ აქცევს ყურადღებას ერთ თემაზე გავრცელებულ სხვადასხვა ინფორმაციას და ძირითადად ენდობა იმ ფაქტს, რომ სულ პირველად იქნა მიწოდებული. ანუ თუ ადამიანი იგებს, რომ სეტყვა იქნება, იგი მყისიერად იწყებს მზადებას მასთან საბრძოლველად და არ უსმენს მეორე წყაროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ სეტყვა კი იქნება, მაგრამ ხვალ, ან სეტყვა კი იქნება, მაგრამ დასავლეთ და არა აღმოსავლეთ საქართველოში. ასე რომ, ნუ ენდობით პირველივე წყაროს და ეცადეთ, დაელოდოთ სხვა წყაროების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას და დააზუსტოთ დეტალები.

ეშმაკი დეტალებში იმალება _დაიმახსოვრეთ, რაც უფრო მეტი დეტალია ინფორმაციაში, მით უფრო მაღალია მისი სანდოობის ხარისხი.  პროპაგანდისტები წამიერ ეფექტზე ორიენტირებული ადამიანები არიან, შესაბამისად ისინი იშვიათად ქმნიან დეტალურ ინფორმაციას. დეტალებს კი სიზუსტისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. ანუ, რაც უფრო ნაკლები დეტალია მოცემულ ინფორმაციაში, მით უფრო მეტია საფრთხე იმისა, რომ თქვენ საქმე პროპაგანდისტულ მასალასთან გაქვთ.

გადაამოწმეთ ინფორმაცია ინფორმაციის გამავრცელებლის შესახებ _ უმეტეს შემთხვევაში, პროპაგანდის გამავრცელებლები ცდილობენ, დამალონ საკუთარი წარმომავლობა და მისწრაფებები. გაითვალისწინეთ, რომ ყველა ავტორიტეტული და სანდო მედიასაშუალება, იქნება ეს ბეჭდური თუ ელექტრონული, არ მალავს ინფორმაციას მისი რედაქტორის, ჟურნალისტებისა და ტექნიკური პერსონალის შესახებ. შესაბამისად, თუ თქვენ ხელთ ჩაგივარდათ გაზეთი, რომელსაც არც რედაქტორი ჰყავს, არც მასალის ავტორები და არც ამ გაზეთის დამაარსებლის შესახებ ჩანს ინფორმაცია, მაშინ იცოდეთ, რომ თქვენ საქმე პროპაგანდასთან გაქვთ და ასეთი გაზეთის ადგილი, უკეთეს შემთხვევაში, ცეცხლშია… ასევე უნდა მოიქცეთ ელექტრონული გამოცემების თვალიერებისას, გაითვალისწინეთ, რომ ყველა ავტორიტეტული ელექტრონული გამოცემა საკუთარ გვერდზე ათავსებს ტექსტს იმის შესახებ, ვინ არის და რას წარმოადგენს. პროპაგანდისტები კი ასეთი ტექსტის წერით თავს არ იწუხებენ, რადგან სჯერათ, რომ მკითხველი არასოდეს დაინტერესდება მათი წარმომავლობით.

დასასრულ, პროპაგანდასთან დაპირისპირების საუკეთესო საშუალება საკითხის კრიტიკული შეფასებაა, არ მიიღოთ ინფორმაცია ფაქტად მანამ, სანამ მას მინიმუმ 3 სხვადასხვა საინფორმაციო საშუალება არ დაგიდასტურებთ, რომელთაგან მინიმუმ ერთი მაინც იქნება თქვენთვის სანდო მედიასაშუალება.

გაითვალისწინეთ, ჩვენი რჩევები და თქვენ არასოდეს დაეჭვდებით იმაში, რომ დედამიწა მრგვალია და ნამდვილად მზის გარშემო ბრუნავს.

დავით ძიძიშვილი,
თავდაცვის დაგეგმვისა და პოლიტიკის დეპარტამენტი

(R)

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

პოლიტიკა

“გავასაჩივრებთ სასამართლოში”- სახალხო დამცველი

13:59; 25 დეკემბერი, 2025
პოლიტიკა

კობახიძე: 2026 წლის ზაფხულის სეზონისთვის თბილისი-ბათუმის მონაკვეთზე მატარებლით მგზავრობის დრო ნახევარი საათით შემცირდება

22:02; 24 დეკემბერი, 2025
პოლიტიკა

ნინო წილოსანი ლილუაშვილის საქმეზე – თუ ამ ადამიანებს კორუფცია დაუდასტურდებათ, სინანულზე მეტად ბრაზი გვექნება

14:10; 24 დეკემბერი, 2025
პოლიტიკა

რომან გოცირიძე – კობახიძის მოწოდება არის რეპრესიების გაფართოება ბიზნესსფეროში და საბჭოთა „ობეხეეს-ის“ სისტემის რეანიმაცია

13:01; 24 დეკემბერი, 2025
პოლიტიკა

“მზია ამაღლობელსაც დავარტყამდი პანჩურს და გამოვაგდებდი, ვითომ მედიის კორიფეს…” – გია გაჩეჩილაძე

10:15; 24 დეკემბერი, 2025

შსს-მ დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო

NOBLE PARTNER 2016 იწყება _ ამერიკული ჯავშანტექნიკა უკვე საქართველოშია!

ყველა სიახლე

პოლიტიკა

“გავასაჩივრებთ სასამართლოში”- სახალხო დამცველი

13:59; 25.12.2025
საზოგადოება

რამდენ ლარიანი ტენდერი გამოაცხადა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ სამი ობიექტის დასაცავად

13:43; 25.12.2025
საზოგადოება

დღეს ოზურგეთში ნაძვის ხის ანთების ცერემონია გაიმართება

13:31; 25.12.2025
სამართალი

ერთმანეთს ავტობუსი და მიკროავტობუსი დაეჯახა

12:55; 25.12.2025
საზოგადოება

“საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების პროგრამის შეწყვეტას სოციალურად დაუცველ მოსახლეობაზე უმძიმესი ეფექტი ექნება”

12:34; 25.12.2025
ფინანსები

სიახლეები საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკსა და ბიზნეს ინტერნეტბანკში

12:00; 25.12.2025
საზოგადოება

“მეორადი ავტომობილების ნაწილები გაძვირდება” – ახალი ვალდებულება ავტოიმპორტიორებისთვის

11:53; 25.12.2025
საზოგადოება

კათოლიკური სამყარო და მართლმადიდებელი ეკლესიების ნაწილი დღეს მაცხოვრის შობას დღესასწაულობს

11:15; 25.12.2025
ფინანსები

Spotlight-ზე საქართველოს ბანკის კონტენტის მიმართულების ხელმძღვანელმა, ნინუცა ოქროპირიძემ ბრენდის კომუნიკაციის ახალ შესაძლებლობებზე ისაუბრა

11:09; 25.12.2025
სამართალი

პოლიციამ 153 შეკვრა “მეთადონი” ამოიღო – დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე

11:04; 25.12.2025
სამართალი

პოლიციამ ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით 2 პირი დააკავა

10:59; 25.12.2025
საზოგადოება

ოზურგეთში ცნობილი ექიმი ლეო თოიძე გარდაიცვალა

10:52; 25.12.2025
საზოგადოება

საქართველოს მთავრობა განცხადებას ავრცელებს

10:40; 25.12.2025
საზოგადოება

საქართველოს რკინიგზამ მოდერნიზაციის პროექტი დაასრულა

10:23; 25.12.2025
საზოგადოება

მონაზონი თეკლა (კუბლაშვილი) დამნაშავედ იქნას ცნობილი არაერთ მძიმე დანაშაულში” – მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიამ მონაზონი თეკლა სამონაზვნო დასიდან განკვეთა

10:15; 25.12.2025

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

14:50; 21.12.2025
0

,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

9:47; 21.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო