გთავაზობთ მითების სერიას, რომელიც საზოგადოებაში ანტიდასავლური პროპაგანდის შედეგად გაჩენილი მითებისა და კითხვების საპასუხოდ მომზადდა
მოსაზრება, რომ NATO-ში გაწევრიანება საქართველოს მოქალაქეებს დიდ ფინანსურ ტვირთად დააწვება, მცდარია.
სინამდვილეში, NATO-ს სამოქალაქო და სამხედრო სტრუქტურის დაფინანსება ხდება მისი წევრი ქვეყნების მიერ და განისაზღვრება თითოეული ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის გათვალისწინებით. თითოეული წევრის ფინანსური შენატანი NAთO-ში გაცილებით მცირეა, ვიდრე ის სარგებელი, რომელსაც ქვეყანა ალიანსის წევრობისაგან იღებს.
NATO-ში გაწევრიანებას მოაქვს სტაბილურობა, რომელიც უმნიშვნელოვანესია ეკონომიკური აღმავლობისა და სტაბილური განვითრებისათვის.
(R)