შეიძლება, ჩამქოლონ, მაგრამ ლავროვი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრია და ცხადია, თავისი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს, – ამის შესახებ თამაზე მეჭიაურმა ქართულ-ამერიკულ წვრთნებთან დაკავშირებთ რუსეთის საგარეო უწყების პოზიციის კომენტირებისას განაცხადა.
„არც ერთ ქვეყანას არ გაუხარდება, მისი მტრის ჯარები განლაგდეს საზღვართან ახლოს. ამაზე ზედმეტია საუბარია. რამდენად სწორია ჩვენი ქმედებები, როცა ვიცით, რომ ასეთი რეაქცია მოჰყვება ზესახელმწიფოს მხრიდან, რომელსაც ოკუპირებულოა აქვს ჩვენი ტერიტორიები. მაშინ ცოტა დაფიქრება გვჭირდება. ეს გარკვეულ ირიბ გამოწვევას გავს და რუსეთის რეაქცია არ უნდა გაგვიკვირდეს“,-აღნიშნა თამაზ მეჭიარმა დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას.
ამასთან, მისივე თქით, ნატო არის აბსურდი და უნდა გავაგრძელდეს მოლაპარაკებები რუსეთთან, რუსეთის გარეშე ტეროტორიებს ვერ დავიბრუნებთ.
„რუსეთი არის მთავარი მოთამაშე რეგიონში. ჩვენს რეგიონში ბევრი ქვეყანაა კონფლიქტში ჩართული, ზოგიერთებს უნდათი რომ საომარი მოქმედებები გადმოანაცვლონ საქართველოში. ნატო-ს სურს, რომ კონფლიქტი საქართველოში გადმოიტანოს და აქ დაუპირისპირდეს რუსეთს. ამ ჩანაფიქრს ხელს უწყობს „რესპუბლიკური პარტია“, რომელიც ჩანერგილია ჩვენს ქვეყანაში დასავლეთის მიერ“,-აღნიშნა თამაზ მეჭიაურმა.
ამასთან, მისივე თქმით, „რესპუბლიკური პარტია“ არანაირ ქართულ ძალას არ წარმოადგენს და უცხოეთიდან იმართება.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოში მაისში დაგეგმილ ქართულ-ამერიკულ ერთობლივ წვრთნებთან დაკავშირებით განცხადება გაავრელა. სერგეი ლავროვის უწყება სამხედრო სწვალებას პროვოკაციულ ნაბიჯად აფასებს.
“ნატო-ს სამხედროების მიერ საქართველოს ტერიტორიის ამგვარ თანმიმდევრულ “ათვისებას” განვიხილავთ პროვოკაციულ ნაბიჯად, რომელიც მიმართულია სამხრეთ კავკასიის რეგიონში სამხედრო-პოლიტიკური ვითარების მიზანმიმართულ შერყევაზე. ამას ხელს უწყობს ვაშინგტონისა და მისი მოკავშირეების მიერ თბილისის რევანშისტული მისწრაფებების წახალისება”, – ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
წყარო: 2030.news