ვიცე-მერმა ალეკო ბურჭულაძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ გელა კობალაძემ სამამულო ომის მონაწილე გიორგი ინწკირველი ქალაქის მერიაში მიიღეს და ფაშიზმზე გამარჯვების 71-ე წლისთავი მიულოცეს. გიორგი ინწკირველმა კიდევ ერთხელ გაიხსენა სამამულო ომთან დაკავშირებული მოგონებები და მშვიდობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
როგორც ვიცე-მერმა აღნიშნა წელს ქალაქის მერია ვეტერანებს საჩუქრად 300 ლარს გადასცემს, რომელიც თითოეულ მათგანს პირად ანგარიშზე ჩაერიცხებათ.
საჩუქრების გადაცემის შემდეგ ადგილობრივი ხელისუფლების პირველმა პირებმა გმირთა მოედანზე, ობელისკთან გადაინაცვლეს. სადაც გურიის გუბერნატორის პირველმა მოადგილემ ქეთევან მოისწრაფეშვილმა, ვიცე-მერმა ალეკო ბურჭულაძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ გელა კობალაძემ და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, მერაბ ჭანუყვაძემ ობელისკი ყვავილებით შეამკეს და ვეტერანებს დღევანდელი თარიღი მიულოცეს.
ქალაქის ტერიტორიაზე მცხოვრებ 2 ვეტერანს, რომელთაც გადაადგილება უჭირთ მისალოცი ბარათები და სასაჩუქრე პაკეტი ვიცე-მერმა პირადად გადასცა.
ობელისკთან შეკრებილ ვეტერანების პატივსაცემად გამართულ კონცერტში მონაწილეობა ადგილობრივმა ფოლკლორულმა ანსამბლებმა "აბჯარმა" და "ვახტანგურმა" მიიღეს.
(R)