THE WASHINGTONPOST-ის ინფორმაციით, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, დევიდ კამერონი აცხადებს, რომ თუ დიდი ბრიტანეთი ევროკავშირს დატოვებს ომის რისკი გაიზრდება.
როგორც კამერონმა განაცხადა, ისტორია აჩვენებს, რომ დიდი ბრიტანეთი განზე ვერ გადგება, როცა ევროპა კოფლიქტში იძირება.
"დიდ ბრიტანეთს აქვს ფუნდამენტური ეროვნული ინტერესი შეინარჩუნოს საერთო მიზანი ევროპაში, რომ ევროპის ქვეყნებს შორის კონფლიქტი არ მოხდეს,"_განაცხადა კამერონმა.