გურიის ყოფილი გუბერნატორის, ჟანი კალანდაძის გარდაცვალებიდან დღეს 11 წელი შესრულდა.
ზუსტად ამდენივე ხნის წინ, ბოლო ინტერვიუ ჟანი კალანდაძემ გურიის ახალგაზრდულ გაზეთს "21-ს ქვევით“ მას შემდეგ მისცა, რაც ვეტერანებს შეხვდა და ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა.
ჩვენი ბოლო შეხვედრა საკმაოდ ხანმოკლე იყო იმ პირობით, რომ თბილისიდან ჩამოსული ვრცლად მოგვიყვებოდა იმ მიზეზებზე, რატომ არ შეხვდა იმ დროინდელი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გურულ სტუდენტებს.
„ ბოდიშს გიხდით, ახლა ძალიან ვჩქარობ. დავბრუნდები, შევხვდეთ და დეტალებზე შემდეგ ვისაუბროთ“ _ ეს იყო ჟანი კალანდაძის მიერ მედიისთვის მიცემული ბოლო კომენტარი.
შეხვედრა ვერ შედგა _ იმ დღეს, ოზურგეთიდან თბილისში მიმავალი გურიის გუბერნატორი ავარიაში მოყვა და დაიღუპა.