ცხრა მაისის დღესასწაულზე სტალინის ბიუსტთან ლანჩხუთში მცხოვრები მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები შეიკრიბნენ, რომელთაც ფაშიზმე გამარჯვების 71 წლისთავი მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა მიულოცეს. ასევე სოფელ ჩიბათში გვირგვინით შეამკეს შინმოუსვლელთა მემორიალი.
სულ ლანჩხუთში მეორე მსოფლიო ომის 19 ვეტერანი ცხოვრობს, რომელთაც ცხრა მაისის თარიღთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტისგან საჩუქრად 200-200 ლარი გადაეცათ. მათ პატივსაცემად კულტურის სახლში კონცერტი გაიმართება, რის შემდეგაც მათ საზეიმო ვახშმით გაუმასპინძლდებიან.