საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძესა და სერგეი ლავროვს შორის შესაძლო შეხვედრის თემას ეხმაურება. პრემიერი მიიჩნევს, რომ "რუსეთთან ჩვენ გვჭირდება ურთიერთობების ნორმალიზება":
"ასეთ შეხვედრებს სჭირდება მომზადება. შეხვედრა უნდა იყოს გამიზნული იმისთვის, რომ კონკრეტული გადაწყვეტილებები იქნას მიღებული. თუ ასეთი გადაწყვეტილებები მომზადდება, ეს უპირველეს ყოვლისა უნდა განამტკიცდეს და იყოს მომზადებული საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის პრინციპზე. ჩვენ, რა თქმა უნდა, მზად ვიქნებით, რომ ასეთ შეხვედრაში მივიღოთ მონაწილეობა.
მიხეილ ჯანელიძის განცხადება სწორედ ამას გამოხატავდა. სამწუხაროდ, დღეს ჩვენი ურთიერთობები არის ჩიხში შესული და ვფიქრობ, ამ ჩიხიდან უნდა გამოვიდეთ. ამ ჩიხიდან უნდა გამოვიდეთ არა კომპრომისების, ჩვენი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, არამედ მაქსიმალური კონსტრუქტივიზმის ხარჯზე და სწორედ აქეთკენ არის მიმართული ის არაერთი ფორმატი, რომელიც ჩვენ რუსეთთან ურთიერთობაში გაქვს დღეს" _ განაცხადა პრემიმერ-მინისტრმა.