BBC-ის ინფორმაციით, მოსკოვში, ნაცისტურ გერმანიაზე გამარჯვების 71-ე წლისთავის აღსანიშნავად აღლუმი ჩატარდა.
მაუწყებლის ცნობით, აღლუმში 10 000 სამხედრო მოსამსახურე, 135 ჯავშანტექნიკა და 71 ვერტმფრენი მონაწილეობდა.
გავრცელებული ინფორმაციით, აღლუმზე უახლოესი სამხედრო ტექნიკა იყო წარმოდგენილი, მათ შორის გრძელ რადიუსზე მოქმედი ბირთვული რაკეტები RS- 24 Yars.
როგორც ცნობილია, აღლუმში მონაწილეობა ეროვნულმა გვარდიამაც მიიღო, რომელსაც ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა ევალება.
მაუწყებლის ინფორმაციით, რუსეთმა ნატოს-თან დაძაბული ურთიერთობის ფონზე არმიის მოდერნიზებისთვის მილიარდობით დოლარი დახარჯა.