საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თამაზ მეჭიაური არმაზ ახვლედიანის პარტიიდან წასვლას ეხმაურება და ამბობს, რომ "ვისაც ჰგონია, რომ იმას ვერ იღებს რაც სურს, პარტიას ტოვებს"
_ მეგონა, მას უკვე დატოვებული ჰქონდა პარტია, ვინაიდან ის ადრევე საუბრობდა ნიანგებზე, ბებერ მგლებზე და ა. შ. მეგონა მაშინვე დატოვა პარტია.
ყველა ვერ იღებს იმას, რაც სურს _ ზოგიერთს მეტი ამბიცია აქვს, ზოგს ნაკლები შესაძლებლობა და მეტი ამბიცია. ვისაც ჰგონია, რომ იმას ვერ იღებს, რაც სურს, პარტიას ტოვებს.
შეიძლება ვიღაც გაერიდოს ამა თუ იმ პარტიას და სხვაგან გააგრძელოს მოღვაწეობა, _ განაცხადა მეჭიაურმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.